საზოგადოება
02.10.2024 10:22
მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა დასრულების ეტაპზეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

გზის 198 მეტრიან მონაკვეთზე პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და, საჭიროების მიხედვით, სანიაღვრეზე ლითონის ცხაურები, მიერთებები, ასევე, განთავსდება საგზაო ნიშნები.

„პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 154 000 ლარია.

გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები