სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია საქართველოში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.
ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, რისკის ჯგუფს 2 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა მიეკუთვნება.
„როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კი შესაძლებელი იქნება აცრა. ჩვენს მოსახლეობას ექნება საუკეთესო გადაფარვის 4 კომპონენტიანი ვაქცინა.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან. ამიტომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც მშობლებს ვურჩევთ ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთებას. დანარჩენ კატეგორიას განსაზღვრავს ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ფენები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება სამედიცინო მუშაკებისთვის, ორსულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და ჭარბწონიანებისთვის“, - აცხადებენ მედიკოსები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება