გორელმა სპორტსმენებმა ათი მედალი მოიპოვეს მევლუდ ჩხაიძის სახელობის ღია ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. სპორტსმენები პირველობისთვის სამ ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ.
გორელთაგან შეჯიბრის გამარჯვებულები ალექსანდრე ტლაშაძე (35 კგ.), ტატო ცხაოშვილი (42 კგ.) და პაატა მურადაშვილი (55 კგ.) გახდნენ.
რაც შეეხება ნიკოლოზ გოგშელიძეს (32 კგ.), ნიკოლოზ პარასკებაშვილს (35 კგ.) და მათე მჭედლიშვილს (52 კგ.) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულეს.
დაჩი ცხაოშვილი (29 კგ.), ლაზარე ნონიკაშვილი (35 კგ.), ჯეკო მინდიაშვილი (38 კგ.) და ნიკოლოზ მიღრიჯანაშვილი (68 კგ.) მესამე ადგილს დაესაკუთრნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენთაგან რვა მოჭიდავის მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
ალექსანდრე ტლაშაძის და პაატა მურადაშვილის მწვრთნელი კი ნიკო ტლაშაძეა.
მევლუდ ჩხაიძის სახელობის ღია ტურნირი მცხეთაში ჩატარდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება