საზოგადოება
17.03.2020 11:26
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ერთი წუხელ, მეორე კი - დღეს დილით აღებულმა ანალიზებმა აჩვენა.

„გუშინ ბიოლოგიური მასალა 15 პაციენტისგან ავიღეთ, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 14 პაციენტთან ნეგატიური პასუხი დაფიქსირდა, 1 პაციენტის ტესტმა კი, დადებითი შედეგი აჩვენა. ამ წუთებში გამოხატული კლინიკური ნიშნების მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ყველა მათგანი სტაბილურია“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციურ საავადმყოფოში უკვე დაადასტურეს მეორე შემთხვევაც, თუმცა, 35-ე პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. 

საერთო ჯამში, საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

კვირის ამბები