საზოგადოება
17.03.2020 11:21
„მადლიერების ტაში“ - მოქალაქეების მხარდაჭერა მედპერსონალს

18 მარტს, მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, ექიმებისადმი მადლიერებისა და მათი საქმიანობის უპირობო მხარდაჭერის ნიშნად გაიმართება აქცია სახელწოდებით „მადლიერების ტაში”.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ერთსა და იმავე დროს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით აივნებიდან ტაშით გაამხნევებენ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.

„მადლიერების აქცია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან - კორონავირუსთან ბრძოლის გარშემო სახლიდან გაუსვლელად, ყველა წესის დაცვით აერთიანებს. საქართველოს მოქალაქეები, ამ მიზნით კეთილ ნებას 18 მარტს, 21:00 საათზე გამოხატავენ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კვირის ამბები