გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის პროექტი - „ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ მიმდინარეობს.
პროგრამა გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინიციატივით მეორედ ხორციელდება და სამი თვე გაგრძელდება.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები ტურიზმის განყოფილების ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო კურსს გადიან.
რაც შეეხება მიზანს, სააგენტოს ცნობით, დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალებისთვის, ახალი საქმიანობის შესწავლის გზით, დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს