მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 27 სექტემბერს, გორში შეხვედრა ჩატარდება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების და შიდა ქართლის ტურისტული კავშირი - „მეგზურის“ ერთობლივი ინიციატივით იმართება.
შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში 14:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, 2024 წლის 27 სექტემბერს, საქართველო გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად უმასპინძლებს.
დედაქალაქს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ეწვევიან.
ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს. წლევანდელი თემა - „ტურიზმი და მშვიდობაა“.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი
ცესკო პოლიტიკურ პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურებს აქვეყნებს