26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას - ქეთევანობას აღნიშნავს.
ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს დავითს მიათხოვეს. იგი, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს ირანში, ქალაქ შირაზში სასტიკად აწამეს.
ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა.
ქეთევან დედოფლის ხსენების დღე - 26 სექტემბერი, წმინდანის აღსრულების დღეა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს