გორის „დილას“ ფეხბურთელები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
საფეხბურთო კლუბის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა მოსწავლეებს საჩუქრად მათი ავტოგრაფებით გაფორმებული ბურთი გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აქტივობის მიზანს ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის საჯარო სკოლას ვესტუმრეთ და ავტოგრაფებით გაფორმებული ბურთი ვუსახსოვრეთ. სკოლის მოსწავლეებმა ჩვენს მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები მიიღეს“, - აღნიშნულია „დილას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი