5 ოქტომბერს გორში თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.
პროექტის ფარგლებში გ.ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, ფესტივალი სახელწოდებით - „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ჩატარდება.
რაც შეეხება აფიშას, 5 ოქტომბერს, ფესტივალს გორის თეატრი ამელი ნოტომის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „მტრის კოსმეტიკა“ (რეჟისორი თათა პოპიაშვილი) გახსნის.
6 ოქტომბერს, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სასცენო ხელოვნების მოყვარულებს წარმოდგენებს: „ყველაფერი ნამდვილი იყო“ და „უხერხემლო“-ს შესთავაზებს.
7 ოქტომბერს რუსთაველის თეატრი გეგმავს „მიჯაჭვული პრომეთეს“ ჩვენებას.
8 ოქტომბერს „უცნაური მისის სევიჯის“ ითამაშებენ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები.
9 ოქტომბერს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი „კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონოს“ წარადგენს.
10 ოქტომბერს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „სათაგურს“ და „ჟიჟიკობა ღამეს“ ითამაშებენ.
11 ოქტომბერს კი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი დიდ სცენაზე „მეტამორფოზებს“ დადგავს.
ფესტივალს, 12 ოქტომბერს მასპინძელი გორის თეატრი სპეტაკლით - „ესკორიალი“ დახურავს.