საზოგადოება
25.09.2024 11:15
ტირძნისის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნები გადაეცა.

საგანმანათლებლო დაწესებულებამ სხვადასხვა ასაკზე, გემოვნებასა და ხარისხზე გათვლილი 50 წიგნი მკითხველთა ლიგის პროექტის - „გაწიგნიანება“ ფარგლებში მიიღო.

პროექტის ინიციატორების თქმით, აქტივობის მიზანი მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის პოპულარიზაციაა.

„სკოლის ბიბლიოთეკა 2004 წელს, ხანძრის შედეგად განადგურდა. დღესდღეობით, საგანმანათლებლო დაწესებულება ლიტერატურის სიმცირეს განიცდის. გვიხარია, რომ ჩვენც ჩვენი პატარა წვლილი შევიტანეთ სკოლის ბიბლიოთეკის შევსებაში, რითაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მივეცით, წიგნების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ და თვალსაწიერი აიმაღლონ“, - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

კვირის ამბები