საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გორის, ხაშურის, ქარელის, ახმეტის, თიანეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს და კლუბებს ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, გასულ წელს, მწვრთნელების და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. როგორც გამოიკვეთა, მუნიციპალიტეტებში, სპორტული ინვენტარის და ეკიპირების დეფიციტი და მწვავე საჭიროებაა.
„აღმოჩნდა, რომ არსებული ინვენტარის და ეკიპირების ნაწილი დაზიანებულია და შეცვლა სჭირდება, ეს გარემოება კი ნეგატიურად აისახება ვარჯიშების და წვრთნების ხარისხზე, ზრდის ტრავმების რისკს და აფერხებს სპორტის განვითარებას.
მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შეისყიდა სპორტსმენთა შესაბამისი ეკიპირება და სპორტული ინვენტარი. სამინისტრომ, გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების
ფარგლებში, 25 მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების და დაწესებულებებისთვის, ასევე, სპორტული ფედერაციებისთვის შეისყიდა 3 788 620 ლარი ღირებულების სპორტული ინვენტარი და ეკიპირება. აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი უპრეცედენტოა -“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება უშუალოდ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსთვის გადაცემულ ინვენტარს, უსაფრთხოების ლეიბი, ხელსაჭიდები და შტანგის ღერძიგადაეცა.
აღნიშნულ სპორტულ ინვენტარს სპორტული ორგანიზაციების აღსაზრდელებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში), ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ.