საზოგადოება
17.03.2020 11:09
წუხელ მოსული ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებში პრობლემა არ შექმნილა - ბაჩანა გვიანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წუხელ მოსულ თოვლს გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა.  მისივე თქმით, მიუხედავად ინტენსიური თოვისა, გზების გაწმენდის საჭიროება არ დამდგარა.

„წუხელ მოსული თოვლის გამო, ქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა, მოგეხსენებათ, არ იყო დაბალი ტემპერატურა და შესაბამისად, გზების გაწმენდის, ან ტექნიკური მარილით დამუშავების საჭიროება არ დამდგარა. მიუხედავად რამდენიმესაათიანი თოვისა, რომელიც ახლაც გრძელდება, დამერწმუნეთ, ქალაქის არცერთ ქუჩაზე, თოვლის გამო, არც ავტომობილებისთვის და არც ქვეითად მოსიარულეებისთვის გადაადგილების პრობლემა არ დგას. ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლები ყველა შესაბამის ზომას მიიღებენ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილმა.

კვირის ამბები