გორის თეატრი 180-ე საიუბილეო თეატრალურ სეზონს 5 ოქტომბერს გახსნის.
როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შემოქმედებითი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით საგანგებოდ ემზადებიან.
„ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის სასიამოვნო სიახლით ვბრუნდებით. სეზონის გახსნასთან ერთად, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 5-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით გ.ერისთავის სახელობის თეატრში გორის თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ჩვენი თეატრი თბილისის სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის თეატრში.
ფესტივალის ფარგლებში გასამართი სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გორის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება ბილეთების დაჯავშნა-შეძენას, შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში, ასევე, ონლაინ, საიტზე: www. biltebi. ge.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება