დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებიც ჩაერთნენ.
სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ევროკავშირის გორის საველე ოფისის თანამშრომლები, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლები, მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორების თქმით, დასუფთავების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მსოფლიოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.
ცნობისთვის, აღნიშნული საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.
რაც შეეხება გორში გამართულ ღონისძიებას, აქტივობა ევროკავშირის გორის ოფისის ორგანიზებით მოეწყო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება