საზოგადოება
24.09.2024 10:51
შიდა ქართლში პირველად, უახლესი თაობის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (მრტ) ამოქმედდა

სამხედრო ჰოსპიტალში უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (მრტ) ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

Electric (GE)-ის ბრენდის 1,5 T სიმძლავრის ტომოგრაფის მეშვეობით მრტ კვლევა ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლების, ასევე სამოქალაქო პირებისთვისაც.

,,სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფი (მრტ) ამოქმედდა.

ჰოსპიტლის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სამსახურში დამონტაჟებულიGeneral Electric (GE)-ის ბრენდის 1,5 T სიმძლავრის ტომოგრაფი გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და გააჩნია სრული პროგრამული მხარდაჭერა.

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლების გარდა, კვლევა ხელმისაწვდომია სამოქალაქო პირებისთვისაც.

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის საშუალებით შესაძლებელია როგორც ცალკეული ორგანოების, ისე მთლიანი ორგანიზმის გამოკვლევა უკონტრასტო ან კონტრასტული რეჟიმით.

უახლესი თაობის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის (მრტ) უპირატესობებია:

  • გამოსახულების მაღალი ხარისხი
  • უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა
  • აუდიო მხარდაჭერა, რაც პაციენტს უმარტივებს კვლევის პროცესს
  • შესაძლებელია მძიმე წონის პაციენტების გამოკვლევაც - 250 კგ-მდე
  • იშვიათი და რთული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია, რომელიც პროფილაქტიკური მიზნით ან სხვადასხვა პათოლოგიის დროს დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვირის ამბები