გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 200 მეტრია, ასფალტის საფარი დაიგო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ქიწნისის მურნეობაში პროექტის მიხედვით მოეწყო: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ლითონის წყალგამტარი მილები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
„პროექტის ფარგლებში მოწერიგდა საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა. სოფელში 100-მდე ოჯახი ცხოვრობს და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს