გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცეების და სკვერების მოწყობა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში, ქიწნისში, მეჯვრისხევში, დიდ და პატარა გარეჯვარში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, ქიწნისის მეურნეობაში მოეწყობა: ბილიკები დეკორატიული ფილებით, კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, მოაჯირი, გაშენდება მწვანე ნარგავები და დამონტაჟდება გარეგანათება.
პატარა გარეჯვარში პროექტით გათვალისწინებულია კაუჩუკის მოედნის, ბილიკების, (დეკორატიული ფილებით), ატრაქციონების, სარწყავი სისტემის, მოაჯირის, გარეგანათების მოწყობა, ასევე, დასასვენებელ სივრცეში განლაგდება საპარკე ავეჯი და დაირგვება მწვანე ნარგავები.
დიდ გარეჯვარში სარეკრეაციო სივრცეზე განლაგდება ბეტონის ბორდიურები, მოეწყობა კაკაუჩუკის მოედანი და განთავსდება ატრაქციონები.
მეჯვრისხევში კი, სარეკრეაციო-დასასვენებელ სივრცეში, სადაც მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ბილიკები (დეკორატიული ფილებით), სარწყავი სისტემა, მოაჯირი, გარეგანათება, გამწვანება, ატრაქციონები და განლაგდება საპარკე ავეჯი, ასევე, დამონტაჟდება ტრენაჟორებიც.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.