გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საპროექტო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 1 242 მეტრია, პროექტის მიხედვით მოეწყო: ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 706 330 ლარია. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს