სპორტი
23.09.2024 10:49
გენო პეტრიაშვილმა გორელ გულშემატკივარს ოლიმპიური ოქროს მედალი წარუდგინა

2024 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა გორელ გულშემატკივარს პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი წარუდგინა.

სპორტსმენთან შეხვედრა გორის რაგბის სტადიონზე, „გორი“-„ვეფხვების“ თამაშის დაწყებამდე შედგა.

გულშემატკივარმა ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა, გორის რაგბის კლუბის ხელმძღვანელმა ნიკა გოგინაშვილმა კი პეტრიაშვილი სიმბოლური მაისურით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, „გორი“ „ვეფვხების“ დაპირისპირება გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 40:17 დასრულდა.

კვირის ამბები