20 სექტემბერს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნება, რომლის დაწესების მიზანიც მებაჟის პროფესიის მხარდაჭერა და დაფასებაა.
აღნიშნული თარიღი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება, კერძოდ, ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიიღო კანონი - „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში იმავე წლის 20 სექტემბერს შევიდა და, შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ.
2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 20 სექტემბერს ეს თარიღი, როგორც საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღე - წელს უკვე მეორედ აღინიშნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება