გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 167 776 ლარია და მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, პროექტის მიხედვით მოეწყობა ხელოვნური საფარი, ღობე, კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, ასევე, დამონტაჟდება განათება.
შეგახსენებთ, პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს