სპორტი
20.09.2024 10:51
„მადაგასკარი“ 3X3-ზე კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებულია

3X3-ზე კალათბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული „მადაგასკარი“ გახდა.

გამარჯვებული გუნდი ფინალში „TMG”-ის დაუპირისპირდა და ანგარიშით 20-18 დაამარცხა.

რაც შეეხება მესამე ადგილს, „ჩიხელები“ დაესაკუთრნენ.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გარდამავალი თასი და 1500 ლარი გადაეცა. ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ მეორე (1000 ლარი) და მესამე (500 ლარი) ადგილზე გასული გუნდებიც.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ეფრემიძე, ბომბარდირი კი ოთარ მაჭარაშვილი გახდა.

აქტივობა „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024"-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება და სპორტის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი“.

 

კვირის ამბები