ორი მედლით დაასრულა გორელმა ანდრია ქრისტესიაშვილმა ჭადრაკში გამართული საქართველოს ჩემპიონატი.
სპორტსმენი 12 წლამდელებს შორის ასპარეზობდა და სწრაფ ჭადრაკში - ვერცხლის, ხოლო ელვისებურ ჭადრაკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ანდრია ქრისტესიაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
საქართველოს ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი