გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ახალგაზრდული საფეხბურთო ფესტივალის - „Ateitis Cup 2024“ მესამე ადგილის მფლობელია.
11 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ქუთაისის „მართვე“ დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ და გორელმა დაჩი ლაფაჩმა საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მიიღო.
ტურნირზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მირიან აბულაძე, გიორგი ლურსმანაშვილი, ანტონ მერაბიანი, იოანე გოგიაშვილი, მიხეილ კვიწინაძე, დაჩი ლაფაჩი, სანდრო გულბანი, გიორგი შეყილაძე, სოსო ღვინიაშვილი, გაბრიელ გიგაური, კახი ბოჭორიშვილი, გიორგი ხითარიშვილი, ილია ნოზაძე, სოსო დოთიაშვილი, ვანო თოთლაძე, გიორგი ნასყიდაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ლუკა მუზაშვილი, პაატა გოგიშვილი და მათე აწკარუნაშვილი.
სპორტსმენთა მწვრთნელები ემზარ წკრიალაშვილი და გიორგი თედელური არიან.
ახალგაზრდულ საფეხბურთო ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა.