საზოგადოება
17.09.2024 16:40
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვადასხვა სპორტის სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები დააჯილდოვა.

ლევან მახათაძეს, ლიზა ლობჟანიძეს, ნიკოლოზ ხიზანიშვილს და თემურ პავლიაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საკრებულომ სპორტსმენების მწვრთნელებიც დააჯილდოვა და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.

„მსგავსი ტიპის წახალისება ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ვეცდები, სხვა ტურნირები უფრო მაღალი სინჯის მედლით დავასრულო. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, პირველად ვიასპარეზე და ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ ლიზა ლობჟანიძემ.

თემურ პავლიაშვილმა და ნიკოლოზ ხიზანიშვილმა „გორის მაცნესთან“ წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მათი ღვაწლის დაფასებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატეს.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა შორის გამართულ ევროპის ჩემიონატზე კრივში ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლა) ვერცხლის, თემურ პავლიაშვილმა და ლიზა ლობჟანიძემ (ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლა) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

რაც შეეხება ლევან მახათაძეს, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულიცაა.

კვირის ამბები