გორელი სპორტსმენი გელა თოფჩიშვილი ბათუმის საერთაშორისო ტურნირის - „შავი ზღვის თასი“ ბრინჯაოს პრიზიორია.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრში 2007-2008 წწ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.
გორელი ძიუდოისტი 90 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
გელა თოფჩიშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
სპორტსმენის პირადი მწვრთნელი ნიკოლოზ მშვიდობაძეა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი