საზოგადოება
17.09.2024 11:52
გორის მეთორმეტე საჯარო სკოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, გორის მეთორმეტე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი და გიორგი სოსიაშვილი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 5 100 000 ლარზე მეტია.

პროექტის განხორციელების შედეგად, 750 მოსწავლე სწავლას ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში გააგრძელებს.

„სწავლაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარეობს. გორის მეთორმეტე საჯარო სკოლის შენობა 750 მოსწავლეზეა გათვლილი. საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები იფუნქციონირებს. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, . აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები