საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გორის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) უმასპინძლა.
მეუფე პრემიერს ტაძრის მშენებლობის პროცესზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რის შედეგადაც დასრულდა გუმბათი, თაღები და სამშენებლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, თუმცა, ტაძარში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
მთავრობის მეთაურმა მეუფეს მშენებლობის პროცესში სახელმწიფოს თანადგომა აღუთქვა.
მიტროპოლიტმა ანდრიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩუქრად ხატები გადასცა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს