გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, გორში შიდა საინფორმაციო ტური გაიმართება.
როგორც „გორის მაცნესთან“ განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ განაცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობას სასტუმროების, ღვინის მარნების და კვების ობიექტების მფლობელები და წარმომადგენლები მიიღებენ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, მონაწილეები სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ, ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმებს, მინი გალერეას და საპნის სახლს ესტუმრებიან.
აქტივობა ხვალ, 17 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ღონისძიების მიზანს, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება