შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეორე საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
სიმონ გულედანმა, თამაზ შიოშვილმა და გიორგი ბერძნიშვილმა მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
როგორც თამაზ შიოშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად აქტიურად მუშაობს.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. დღევანდელ დღეს ვულოცავ, ასევე, საბავშვო ბაღების პედაგოგებს და მათ აღსაზრდელებს. გისურვებთ წინსვლას, წარმატებას და ბედნიერ მომავალს. გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, თითოეული მოზარდისთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა თამაზ შიოშვილმა.