გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანშაფტის მართვის სააგენტო გარემოს დაცვის საკითხებზე სემინარს გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სწავლებაში ჩართვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტუდენტებს და 10 -11-12 კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ.
„საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტის - „EcoYOU- ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე აზროვნება ეკომეგობრული ქცევისათვის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სემინარს 19-20 სექტემბერს მართავს.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია დასუფთავების და საგანმანათლებლო აქტივობის მოწყობა ტანას ხეობაში“, - აცხადებენ სააგენტოში.
მონაწილეთა რეგისტრაციის ლინკი განთავსებულია გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 593 45 14 28.