საქსტატის ეროვნულმა სამსახურმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა (2024 წლის იანვარ-ივნისი).
„საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 18 633 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 22 265 ადამიანი გარდაიცვალა.
2024 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 632 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (478) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (621)“, - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველ 6 თვეში ქორწინების - 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევაა რეგისტრირებული.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს