საზოგადოება
12.09.2024 14:14
დღის ბოლოდან ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები