ევროკავშირის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, 1000 IT სპეციალისტს ეძლევა შანსი, გაიაროს სრულად დაფინანსებული სასწავლო კურსი. დისტანციური სწავლება კი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამა 32 მიმართულებას მოიცავს, მათ შორის: პროგრამირება, მონაცემთა მეცნიერება, AI და სხვა.
მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 27 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლია ონლაინ: doit. gov. ge-ზე.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს