საზოგადოება
16.03.2020 13:44
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა - მთავრობის 4 ახალი რეგულაცია

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ დამატებით 4 ახალი რეგულაცია აამოქმედა.

  • 18 მარტიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალა.
  • კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან.
  • საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება.
  • საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას.

 

 

კვირის ამბები