სოციალური პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, გორში სპორტულ-კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებული პარასპორტსმენები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი სპორტსმენები, ომის ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
შეხვედრას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან, სასტუმრო „გორი ინნ“ მასპინძლობს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს