აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება - ფერმერებს, რომლებიც ფლობენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაშენებულია ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურები, სახელმწიფო აგროდაზღვევას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 20 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 100 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.
„თქვენ შეგიძლიათ, დროულად დაიჭიროთ თადარიგი და დააზღვიოთ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვები (1-ელი სექტემბრიდან30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). დამზღვევს შესაძლებელია, ერთდროულად დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული ისე სხვა კულტურები“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაინტერესებულ პირებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01.