საზოგადოება
12.09.2024 11:38
სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მინიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სოფელ ფლავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის 940-მეტრიან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტის მიხედვით მოეწყობა, ასევე, სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, სანიაღვრეზე, საჭიროების მიხედვით, გაკეთდება ცხაურებიც.

„აღნიშნული შიდა საუბნო გზით 100-მდე ოჯახი სარგებლობს. გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. ნალექის დროს გადაადგილება უჭირდა როგორც ქვეითს, ასევე, ტრანსპორტს.

სამუშაოების ღირებულება 818 998 ლარია და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ გორის მერიაში.

კვირის ამბები