გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ბოლდერინგში ჩატარდა.
ფესტივალი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და 2011-2012 წ.; 2013-2014 წ.; 2015-2016-2017 წლებში დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ.
აქტივობა ნიქოზის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებით, თიბისი ბანკის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, „ფიტპასის“, „ვისოლის“ და ნიკა რურუას ფონდის სპონსორობით ჩატარდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტული ცოცვის პოპულარიზაციაა.
„ჩვენს მოგონებებს კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო დღე შევმატეთ. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ფესტივალის განხორციელებაში საკუთარი პატარა თუ დიდი წვლილი შეიატანა. ეს პოზიტიური დასაწყისია და იმედი გვაქვს, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი ბევრი ასეთი დღის ორგანიზებას შეძლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ნიქოზის მეკლდეურთა კლუბი ავრცელებს.