საზოგადოება
10.09.2024 20:50
,,ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა, ოცეულში გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილიცაა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-მ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

პარტიულ ღონისძიებაზე, ,,ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად,  ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

რაც შეეხება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს, პოლიტიკოსების გარდა, ორი ტიტულოვანი სპორტსმენიცაა, ერთ-ერთი კი გორელი ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილია.

,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული ამგვარად დაკომპლექტდა:

  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. ირაკლი ღარიბაშვილი
  4. შალვა პაპუაშვილი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. თეა წულუკიანი
  7. ლაშა ტალახაძე
  8. ვახტანგ თურნავა
  9. მაკა ბოჭორიშვილი
  10. გენო პეტრიაშვილი
  11. სოზარ სუბარი
  12. მარიამ ქვრივიშვილი
  13. ანრი ოხანაშვილი
  14. ნიკოლოზ სამხარაძე
  15. ეკა ჭიჭინაძე
  16. შოთა ბერეკაშვილი
  17. ლევან მახაშვილი
  18. მიხეილ ყაველაშვილი
  19. გიორგი გაბუნია
  20. ლიკა შარტავა

შეგახსენებთ, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 27 პარტიაა რეგისტრირებული.

კვირის ამბები