საზოგადოება
10.09.2024 15:03
თინათინ სოსანიძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ჯილდო გადეცა

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ძვირფასეულის სექტორის კურატორს, მრჩეველ-კონსულტანტს თინათინ სოსანიძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ჯილდო გადეცა.

დაჯილდოების ცერემონია მუზეუმელთა ალიანსის ყრილობაზე შედგა, რომელიც მესამე წელია ტარდება და წელს ღონისძიებაზე საზეიმოდ სამი „საუკეთესო მუზეუმელი“ გამოვლინდა.

2024 წლის საუკეთესო მუზეუმელს - თინათინ სოსანიძეს, ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცა.

თინათინ სოსანიძე ოთხ ათეულ წელზე მეტია სამუზეუმო სფეროში მოღვაწეობს. 2000 წლიდან 2002 წლის ივნისამდე იყო გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი. ამასთან ერთად, 2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მუზეუმების განყოფილების უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელდა მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და მართვისა და პრეზენტაციის თანამედროვე სტანდარტზე გადასვლა. 2019 წელს მას გორის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო - „საუკეთესო მუზეუმელი“ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა.

 

კვირის ამბები