გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში წმინდაწყლის გუნდის - „ჯარი“ გამარჯვებით დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეორე ადგილზე სადგურის, მესამეზე კი ქვახვრელის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულ გუნდს მერიის თასი და 3000 ლარი გადაეცა. ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ მეორე (2000 ლარი) და მესამე (1000 ლარი) ადგილზე გასული გუნდებიც.
აქტივობაში, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში ჩატარდა, 30 გუნდი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება