საზოგადოება
10.09.2024 12:38
გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 3 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

2024 წელს გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამებით 3 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 510 000 ლარი გამოიყო.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ,მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარებების გაცემას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.

რაც შეეხება მერიის ჯანდაცვის პროგრამებს, არაერთ დაავადებას მოიცავს. კერძოდ, ონკოლოგიური პაციენტების დახმარებისთვის სამედიცინო კვლევის დაფინანსებას (წლის ლიმიტი - 500 ლარი), სტაციონარულ მკურნალობას (წლის ლიმიტი - 500 ლარი), ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფას (წლის ლიმიტი - 500 ლარი);

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარებას (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით) სამედიცინო კვლევისთვის (წლის ლიმიტი - 500 ლარი), სტაციონარულ მკურნალობას (წლის ლიმიტი - 500 ლარი).

გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ასვე, უფასო მედიკამენტებით (წლის ლიმიტი - 300 ლარი) სარგებლობენ: ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით), შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი, სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით), ბრონქიალური ასთმით (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით), ფარისებრი ჯირკვლის (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით), თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა) მქონე პირები (სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42*; (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლით).

სხვადასხვა დაავადების მქონე პირების სამედიცინო დახმარება მოიცავს (წლის ლიმიტი - 500 ლარი): იშვიათი დაავადებების, ცერებრალური დამბლის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე, კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), ჰიდროცეფალიით, ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულ ადამიანებს.

აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-დან 18-წლამდე) სამედიცინო დახმარების წლიური ლიმიტია 2000 ლარი.

II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე ფინანსდება 300 ლარით (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით);

ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსები ფინანსდება 350 ლარით;

ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსი ფინანსდება 1 500 ლარით (არაერთჯერადი);

გაფანტული სკლეროზით (რეციდიული-რემისიული-პროგრესივი ფორმა EDSS4.0) დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა ფინანსდება 2 000 ლარით (ლიმიტის ამოწურვამდე).

კვირის ამბები