საზოგადოება
16.03.2020 12:47
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფექციურის კორპუსი სრულად გამოთავისუფლდა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც ინფექციურ განყოფილებას მოიცავს, სრულად გამოთავისუფლდა და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მომზადდა.  

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალი, სადაც 1-ლი მარტიდან საკარანტინო ზონაა განთავსებული, ჩართულია უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლ გეგმაში და პაციენტების მართვა საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით ხდება.

სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით ბარლიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების ორსართულიანი კორპუსის გარდა, სხვა შენობებში არსებულ საკარანტინო ზონაში 27 პაციენტი რჩება, რომელთაგან 11 სამხედრო მოსამსახურეა.

საკარანტინო ვადის ამოწურვის გამო, დღეს, სავარაუდოდ, კარანტინს 11 პირი დატოვებს.

კვირის ამბები