სპორტი
10.09.2024 11:02
გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს

ოთხი მედლით დაასრულეს გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრზე უფროსი ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. ქართველ მოკრივეებთან ერთად, თურქი, მოლდოველი, უკრაინელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, ლატვიელი და ესტონელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მოკრივეები პირველობისთვის 13 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.

რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, ლაშა კერესელიძე (48 კგ. ვარიანი) შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. გიორგი გუცაევი (86 კგ. გორი) მეორე ადგილზე გავიდა. ბუხუტი ტატიშვილმა (57 კგ. გორი) და ლუკა ნიქაბაძემ (71 კგ. გორი) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

ტურნირზე საქართველოს წარმომადგენლებმა, ჯამში, 21 მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის ორგანიზებით და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

ცნობისთვის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეთოთხმეტედ ჩატარდა. შეჯიბრს გორის სპორტის სასახლემ უმასპიძლა.

 

კვირის ამბები