საზოგადოება
09.09.2024 13:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ნათლობისთვის საბუთების მიღება 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე (შაბათ-კვირის და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები; მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი, CD დისკით; ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი, CD დისკით.

საკონტაქტო ტელეფონები: 593 900 810; 558 651 159; 593 464 571“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
კვირის ამბები