გორის მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი უკვე ემსახურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალება ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და სხვადასხვა წარმადობის და რელიეფისთვისაა განკუთვნილი, ასევე, ყველა სეზონსა და კლიმატურ პირობებში შეუძლია ოპერირება.
ტექნიკური საშუალების შესყიდვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს 49 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.
ცნობისთვის, აღნიშნული ტექნიკის შეძენა საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა. ნაგავმზიდების შესყიდვის ჯამური ღირებულება კი 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს