გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის მიხედვით კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები (დეკორატიული ფილებით), კალათბურთის ფარები, მოაჯირი, შადრევანი, სარწყავი სისტემა და გამწვანება მოეწყობა.
„პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტი" მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება“, - აცხადებენ მერიაში.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს