„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, მინი ფეხბურთში გორის მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალური ეტაპის შეხვედრები დღეს გაიმართება.
გამარჯვებისთვის ერთმანეთს სადგურის და წმინდაწყლის გუნდები დაუპირისპირდებიან.
ფინალური მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ქვახვრელის და ტირძნისის გუნდები შეხვდებიან. თამაში 17:30 საათზე გაიმართება.
ორივე შეხვედრა კომბინატის სტადიონზე (კულტურის ცენტრის მიმდებარედ) ჩატარდება.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები ( I ადგილი - 3 000 ლარი, II ადგილი - 2 000 ლარი, III ადგილი - 1 000 ლარი) გადაეცემათ.
მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება.
შეგახსენებთ, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“.